<aside> 💡

ავტორი: დავით მაისურაძე

</aside>

რა არის ჯავა? მოკლე ისტორია

ჯავა-ს ზოგადი მიმოხილვა

ჯავა არის ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ენა, რომელიც არის პლატფორმისგან დამოუკიდებელი (პლატფორმისგან დამოუკიდებლობა რას ნიშნავს რომ გაიგოთ კარგი იქნება თუ გადახედავთ მოცემულ მასალას).

პლატფორმისგან დამოუკიდებლობა

ჯავა შექმნილია იმისთვის რომ იყოს ზოგადი გამოყენების და ამის გამოა, რომ მას ვხვდებით, როგორც მარტივ ასევე კომპლექსურ პროექტებში (მაგალითად როგორიცაა Netflix)

ჯავა-ს გამოყენება

ჯავას დაბადება და ისტორია

ჯავას შექმნის ისტორია იწყება 1991 წელს კომპანია Sun Microsystems-ში, პროექტით სახელწოდებით "Green Project". ეს პროექტი მიზნად ისახავდა შეექმნა ენა, რომელიც იქნებოდა პირველ რიგში მარტივი. და რატომ იყო მარტივი ენის შექმნა საჭირო? ამაზე პასუხი ისაა, რომ ამ დრომდე პროგრამირების ენებს, როგორც წესი იყენებდნენ უნივერსიტეტებში ან კვლევით დაწესებულებებში. ეს განაპირობებდა იმას, რომ როგორც წესი, პროგრამირების ენები არ იყო მარტივად წაკითხვადი და უფრო მეტად მათემატიკურ მოდელებს ასახავდა.

ენის თავდაპირველი სახელწოდება იყო Oak (მუხა), მაგრამ მოგვიანებით შეიცვალა **Java-**დ, რადგან Oak უკვე გამოიყენებოდა სხვა ტექნოლოგიისთვის.

რატომ სახელი Java?

ამასთან დაკავშირებით თუ არ ვცდები ზუსტი პასუხი არ არსებობს, მაგრამ მსმენია რამდენიმე პოპულარული ვარიანტი.

ერთი ვერსიით ჯავას შემქმნელებს ისე უყვარდათ ყავა და თან ამ პროექტზე მუშაობისას იმდენად დიდი ოდენობით ყავას მოიხმარდნენ, რომ გადაწყვიტეს Java დაერქმიათ.

ასევე მსმენია ვერსია, რომ ბევრ ავტომატურ ყავის მანქანაში მომუშავე კოდი ჯავს პროგრამირების ენაშია დაწერილი და ამის გამო დაერქვა.